კათოლიკე ეკლესია

კათოლიკე მღვდელს ქუთაისის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა

Catholic.ge

კათოლიკე მღვდელს, მამა გაბრიელე ბრაგანტინის ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

"ქუთაისქალაქობის დღესასწაულზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციითა და ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ქალაქ ქუთაისისათვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა: მამა გაბრიელ ბრაგანტინის, კათოლიკური ეკლესიის ქალაქის თემის ხელმძღვანელსა და წინამძღვარს" - წერს კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, 3 მაისს მამა გაბრიელე ბრაგანტინის მღვდლობის 42 წელი შეუსრულდა.

კომენტარები