კათოლიკე ეკლესია ხვალ, 12 საათზე, წირვას Facebook-ის გვერდზე ტრანსლაციით გადასცემს. ინფორმაციას ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო ავრცელებს.
"ხვალ 12.00 საათზე, წმ. წირვა გადაეცემა ტრანსლაციით და ყველა მსურველს შეუძლია თვალი ადევნოს მას ყოველდღიურად, ეკლესიის Facebook-ს ოფიციალურ გვერდზე - The Media of the Catholic Church in Georgia", - წერს მეუფე ჯუზეპე პაზოტო.
კათოლიკე ეკლესიის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 22 მარტიდან, წირვას მღვდლები მარტონი, "მხოლოდ თითო-ოროლა ბერმონაზვნის თანდასწრებით" აღავლენენ.
მეუფე ჯუზეპე პაზოტოს მიერ გამოცემული დეკრეტი წაიკითხეთ აქ.