ტუნისის კუნძულ კერბაზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის შედეგად ორი ვიზიტორი და დაცვის თანამშრომელი დაიღუპა. თავდასხმა ყოველწლიური პილიგრიმობის დროს მოხდა.
მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ჯერ თავისი პარტნიორი მოკლა, შემდეგ სხვებს გაუხსნა ცეცხლი, ბოლოს კი თავი მოიკლა.
თავდასხმის მოტივი უცნობია. დაღუპულთაგან ერთ-ერთი საფრანგეთის მოქალაქეა.
2 500 წლის სინაგოგაზე თავდასხმა პირველად არ მომხდარა. 2002 წელს აფეთქების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.