CNN-ის აღმასრულებელი დირექტორი, კრის ლიხტი თანამდებობიდან 13 თვის შემდეგ გადადგა.
იმ პერიოდში, როცა ლიხტი თანამდებობას იკავებდა, CNN-ის რეიტინგი საკმაოდ დაეცა. ამასთან ერთად, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ინტერვიუს გამოც გააკრიტიკეს.
ლიხტი აღმასრულებელ დირექტორად მაშინ დაინიშნა, როცა კომპანია Discovery WarnerMedia-სთან გაერთიანდა, სადაც CNN, HBO და სხვა კომპანიები არიან.
კომპანია Discovery-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ საქმეები ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო.
Warner Bros Discovery-ის უფროსმა დევიდ ზასლავმა აღნიშნა, რომ კომპანია აფასებს "კრისის ძალისხმევას და ერთგულებას".
”ეს სამუშაო არასოდეს იქნებოდა ადვილი, განსაკუთრებით დიდი შეფერხებებისა და ტრანსფორმაციის დროს, და კრისმა მასში გული და სული ჩადო [...]
სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა - და საბოლოოდ ჩემი პასუხისმგებლობაა". - დასძინა მან.