ჯულიან სენდსი

იმ ტერიტორიაზე, სადაც მსახიობ ჯულიან სენდსს ეძებდნენ, ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს

24 ივნისს, სამხრეთ კალიფორნიაში, იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც გამომძიებლები დაკარგულ ბრიტანელ მსახიობს, ჯულიან სენდსს ეძებდნენ, ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს

"მოლაშქრეები ფონტანას შერიფის სადგურს მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს". - ნათქვამია სან-ბერნარდინოს ოლქის შერიფის დეპარტამენტის პრესრელიზში. გამომძიებლები ამბობენ, რომ ნეშტის იდენტიფიკაცია მომავალ კვირას უნდა დასრულდეს.

ბრიტანელი მსახიობი მიმდინარე წლის 13 იანვარს სან-გებრიელის მთებში ლაშქრობისას უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 21 ივნისს 5 თვის წინ გაუჩინარებული ჯულიან სენდსის ძებნა განახლდა.

სამაშველო ოპერაციაში მაშველების გარდა მოხალისეებიც მონაწილეობდნენ. მსახიობს 80 ადამიანი და 2 ვერტმფრენი ეძებდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გასული თვეების განმავლობაში რამდენჯერმე ზვავის ჩამოწოლის საშიშროების გამო შეწყდა.

65 წლის სენდსს შესრულებული აქვს როლები ფილმებში Leaving Las Vegas, The Phantom of the Opera, Ocean's Thirteen და სერიალებში Smallville, Banshee, 24.

იანვრის პირველ ნახევარში კალიფორნიის სამხრეთში შტორმი მძვინვარებდა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სულ რეგიონში 14 ადამიანია დაკარგული.

კომენტარები