ჯულიან სენდსი

მთებში რამდენიმეთვიანი ძიების შემდეგ, მსახიობ ჯულიან სენდსის ცხედარი იპოვეს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ კალიფორნიის მთებში ნაპოვნი ცხედარი ბრიტანელ მსახიობის ჯულიან სენდისისაა. ბრიტანელი მსახიობი ლაშქრობისას იანვარში გაუჩინარდა

პოლიციამ განაცხადა, რომ გარდაცვლილთა სხეულები მოსიარულეებმა რამდენიმე დღის წინ, 24 ივნისს იპოვნეს და ნაპოვნთაგან ყველა იდენტიფიცირებულია.

ბრიტანელი მსახიობი მიმდინარე წლის 13 იანვარს სან-გებრიელის მთებში ლაშქრობისას უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 21 ივნისს 5 თვის წინ გაუჩინარებული ჯულიან სენდსის ძებნა განახლდა.

სამაშველო ოპერაციაში მაშველების გარდა მოხალისეებიც მონაწილეობდნენ. მსახიობს 80 ადამიანი და 2 ვერტმფრენი ეძებდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გასული თვეების განმავლობაში რამდენჯერმე ზვავის ჩამოწოლის საშიშროების გამო შეწყდა.

65 წლის სენდსს შესრულებული აქვს როლები ფილმებში Leaving Las Vegas, The Phantom of the Opera, Ocean's Thirteen და სერიალებში Smallville, Banshee, 24.

იანვრის პირველ ნახევარში კალიფორნიის სამხრეთში შტორმი მძვინვარებდა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სულ რეგიონში 14 ადამიანია დაკარგული.

კომენტარები