საბერძნეთი

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა

საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი
 REUTERS

საბერძნეთის ხელახლა გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ, რომელის ლიდერიც პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისია, კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და პარლამენტის უმრავლესობას მომდევნო 4-წლით დააკომპლექტებს

დათვლილია ამომრჩეველთა ხმების 91%, რომლის მიხედვითაც, მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია ახალი დემოკრატია 40.5%-ს ფლობს და 300-წევრიან პარლამენტში 158 ადგილს დაიკავებს. 

მეორე ადგილზეა ოპოზიციურმა მემარცხენე პარტია სირიზა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 18% მიიღო.

არჩევნები ახალი წესით ჩატარდა, რომლის მიხედვითაც გამარჯვებული პარტია ავტომატურად დამატებით იღებს 20 მანდატს პარლამენტში.

ეს წესი საბერძნეთში მაისში გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს ჯერ კიდევ არ მოქმედებდა. მმართველმა პარტიამ მაშინაც 40% მიიღო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა უმრავლესობის დაკომპლექტებისთვის, ხოლო პრეზიდენტ კატერინა საკელაპოლოუს წინადადებაზე, რომ სამ დიდ პარტიას შეექმნა კოალიცია, პარტიებმა უარი განაცხადეს. მას მერე, საბერძნეთს დროებითი კაბინეტი მართავს.

კომენტარები