უბედური შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში, მდინარე წყალწითელაზე, მოზარდი დაიხრჩო

ქუთაისში, მდინარე წყალწითელაზე, მოზარდი დაიხრჩო. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა. 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სპორტსმენია და საფეხბურთო კლუბ ქუთაისის 15 წლამდე ასაკობრივი გუნდის წევრი იყო. მოზარდი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები