ზუგდიდი

სასამართლომ 13 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს პროკურატურა / Facebook

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 13 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ინტერპრესსნიუსი ავრცელებს.

სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 48 წლის კაცი 30 ივნისს დააკავა. როგორც ირკვევა, 13 წლის მოზარდი ორსულად არის. მოზარდის ორსულობა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დადგინდა. 

გამოძიება 137 მუხლის მე-4 ნაწილის "გ" პუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები