პუტინის რუსეთი

რუსული კინოსაიტი KINOPOISK "ლგბტ ურთიერთობის დემონსტრაციისთვის" მილიონი რუბლით დააჯარიმეს

წამყვანი რუსული სტრიმინგ პლატფორმა Kinopoisk მოსკოვის სასამართლომ 1 მილიონი რუბლით($11000) დააჯარიმა. მიზეზი ფილმებისთვის არასწორი ასაკობრივი კატეგორიის მინიჭება გახდა. 

ასეთი ფილმები იყო Bridget Jones's Diary, Perfect Strangers, Greed, Blow Dry. სასამართლოს აზრით ფილმები "არატრადიციული ურთიერთობების" სცენებს შეიცავს. 

"გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვაპირებთ. იმედი გვაქვს ონლაინ კინოთეატრების დაჯარიმების პრაქტიკა ჩანაცვლდება გაფრთხილებით. ჯარიმა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიწეროს, თუ კინოსაიტმა გაფრთხილება არ გაითვალისწინა". – განაცხადეს Kinopoisk-ის ადვოკატებმა.

"LGBT პროპაგანდის აკრძალვის კანონი" რუსეთში გასული წლის შემოდგომაზე მიიღეს. 

კომენტარები