NATO-თურქეთი-შვედეთი

თურქეთმა შესაძლოა შვედეთის NATO-ში გაწევრიანება შემოდგომის სესიის დაწყებამდე განიხილოს

Henrik Montgomery/TT/IMAGO

Bloomberg-ის ინფორმაციით, თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი საზაფხულო შესვენებისას შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე იმუშავებს. ზაფხულში საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მუშაობა დააჩქარებს შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცესს. 

თურქეთის პარლამენტმა საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მუშაობის გაგრძელებას მხარი დაუჭირა. 

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგე იყო შვედეთის მიერ ეთნიკურად თურქების მფარველობის გამო. NATO-ს ვილნიუსის სამიტზე თურქეთსა და ალიანსის სხვა წევრებს შორის შეთანხმება შედგა და თურქეთი დათანხმდა შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 13 ივლისს თქვა, რომ თურქეთის პარლამენტი შვედეთის ალიანსში მიღების საკითხზე ოქტომბრამდე, შემოდგომის სესიის დაწყებამდე არ იმსჯელებდა. 

კომენტარები