26 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის პარლამენტი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში, თუ აშშ თურქეთს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს მიჰყიდის.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფაიდანი წინა კვირას ნიუ-იორკში ესაუბრა აშშ-ს სახელწმიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და მათ სწორედ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი განიხილეს.
ერდოღანის თქმით, აშშ თავად აკავშირებს F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გაყიდვის საკითხს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან.
"თუ ისინი თავიანთ დაპირებას შეასრულებენ, ჩვენ შევასრულებთ ჩვენსას. თურქეთის პარლამენტს გადამწყვეტი სიტყვა ექნება შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე" - თქვა ერდოღანმა.