აფრიკა

აფრიკაში მონებისთვის ინგლისელების მიერ აშენებული პირველი ციხე აღმოაჩინეს

აფრიკაში, განას სანაპიროზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას, შესაძლოა, აღმოჩენილი იყოს მონებისთვის ინგლისელების მიერ აშენებული პირველი ციხე. 

კაჟი, თამბაქოს მილები, გატეხილი ჭურჭელი და თხის ყბა - ეს ფრაგმენტები, მკვლევრების მტკიცებით, აფრიკაში შექმნილი პირველი ინგლისური საგუშაგო პოსტის არსებობაზე უნდა მიუთითებდეს. აღმოჩნდა, რომ სანაპიროზე მდგარი ამსტერდამის ციხესიმაგრის ქვეშ ჩაფლულია უფრო ძველი ნაგებობა, რომელიც მიჩნეულია, რომ არის ძველი ციხის - კორმანტინას ნაშთები.

მე-17 საუკუნით დათარიღებული კორმანტინას ციხე ატლანტის სანაპიროზე სწორედ იმ დროისთვის აიგებოდა, როდესაც ევროპელებმა ოქროთი აქტიურად ვაჭრობის ნაცვლად ადამიანებით ვაჭრობას მიჰყვეს ხელო. განას ზღვისპირა მეთევზეთა ქალაქებიდან ევროპული ექსპლუატაციისა და ადამიანთა სისასტიკის შესახებ არაერთი ცნობა არსებობს, მათ აქ მიმოფენილი მონების ციხასიმაგრეებიც ცხადყოფენ. კორმანტინას ციხე, რომლის ადგილმდებარეობა აქამდე უცნობი იყო, შესაძლოა, მათგან უძველესი აღმოჩნდეს. გათხრები, თავის მხრივ, შუქს მოჰფენს რეგიონში ინგლისის პოლიტიკას, ადრეული მოვაჭრეების ცხოვრებას და ქმედებებს, რომელიც უდიდეს გავლენას მოახდენდა აფრიკის კონტინენტის მაცხოვრებლებზე. 

თუმცაღა, არქეოლოგია შრომატევადი სამუშაოა და წარსულის ყოველი ფრაგმენტი შესწავლასა და ინტერპრეტაციას საჭიროებს. არქეოლოგები მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეეცდებიან შეისწავლონ კორმანტინის ციხე და მისი წარსული.  

კომენტარები