აფრიკა

ზამბიაში სპილო ტურისტების მანქანას დაესხა თავს, დაიღუპა ერთი ადამიანი

ზამბიაში სპილო საფარიზე მყოფ ტურისტების მანქანას დაეჯახა. დაიღუპა 80 წლის ამერიკელი პენსიონერი ქალი, არიან დაშავებულები.

6 ტურისტი მანქანით ბანაკ ლუფუპადან გამოვიდა. ისინი ეროვნული პარკის ტერიტორიას ათვალიერებდნენ, როდესაც სპილო გამოეკიდათ.

მძღოლმა სიჩქარეს უმატა, მაგრამ ცხოველი არ გაჩერდა და ტურისტების ჯგუფს დაედევნა. რაღაც მომენტში მძღოლმა გაჩერება და უკანსვლა მოუწია, თუმცა მანქანა არ დაემორჩილა და სპილომ ავტომობილი ამოატრიალა.

80 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა, ოთხმა დამსვენებელმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

 

კომენტარები