ისრაელი - პალესტინა

პალესტინელი 17 წლის რამზი ჰამედი ისრაელის არმიის თავდასხმას ემსხვერპლა

ჯენინზე თავდასხმების პარალელურად ქუჩებში საბურავები დაწვეს
Raneen Sawafta/Reuters

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 აგვისტოს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე პალესტინელი თინეიჯერი გარდაიცვალა - მას 2 აგვისტოს ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა ესროლეს.  

ბოლო თვეებში ისრაელსა და პალესტინას შორის წერტილოვანი თავდასხმები გახშირდა. 5-6 აგვისტოს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებმა არასამხედრო პირმა პალესტინელი კაცი მოკლა, შემდგომ პალესტინელმა სამხედრომ მოკლა ისრაელელი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი თელ ავივში. 

პალესტინური ოფიციალური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი თინეიჯერი 17 წლის რამზი ჰამედია, რომელიც სილვადში, დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

რამზი ჰამედის მამის ცნობით, დაღუპული თინეიჯერი მშობლიურ ქალაქ სილვადში ისრაელის არმიასთან შეტაკებებში იყო ჩართული, რა დროსაც მას ესროლეს.

კომენტარები