ისრაელი - პალესტინა

ზედიზედ სამი დღეა, რაც ისრაელი ღაზას სექტორს თავს ესხმის

AP Photo/ Majdi Mohammed

ზედიზედ სამი დღეა, რაც ისრაელი ღაზას სექტორზე და პალესტინურ დაჯგუფებებზე საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს. 22 სექტემბერს დაიწყო შეტაკებები პალესტინურ და ისრაელის მხარეს შორის. 

ისრაელის თავდაცვის ცნობით, ღაზას სექტორის საზღვართან პალესტინელმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის თავდაცვის ძალებს და ასაფეთქებლებს პირდაპირ ჯარისკაცებს ესროდნენ. ისრაელის სარდლობის ცნობით, მათი სამიზნეები ტერორისტული ორგანიზაცია Hamas-ის დაკავებული პოსტები იყო, თუმცა თავდასხმებით დაზიანდა სამოქალაქო დანიშნულების შენობები. 

პალესტინის ჯანდაცვის წარმომადგენლების ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ორი პალესტინელი ემსხვერპლა. 

შეტაკებები ებრაელთა წმინდა დღესასწაულების პერიოდს დაემთხვა. ებრაელი ხალხი მალე იომ-ქიფურის ომში გამარჯვების აღსანიშნავად ემზადება, რა დროსაც მათი ნაწილი მარხულობს. ბოლო კვირის მანძილზე შეტაკებებმა გააჩინა კონფლიქტის ახალი ფაზის ესკალაციის საფრთხე. 

კომენტარები