საქართველო-ჩინეთი

ღარიბაშვილი: სი ძინფინგი მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანი და სამაგალითო ლიდერია

გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პრეზიდენტი სი ძინფინგი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. ის მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც თავისი დიდი ერისთვის დიდი საქმეები გააკეთა. ის ჩინეთისა და ჩინელი ხალხისთვის ძალიან ამბიციურ რეფორმებსა და პროექტებს ახორციელებს. მიმაჩნია, რომ ის შთაგონების მომცემი ლიდერია [...] გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ პრეზიდენტ სი ძინფინგის ინიციატივებს სრულად ვუჭერთ მხარს და აქვე გეტყვით, რატომ. მისი ყველა ინიციატივა მშვიდობისკენ, პროგრესისკენ, მოდერნიზაციისკენ, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ არის მიმართული. მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავია. დღეს სამყაროს სწორედ ეს სჭირდება. დღეს სამყაროს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სჭირდება. ყველა ერზე ვამბობ. ეს მთელ პლანეტას სჭირდება [...] ვიტყოდი, რომ პრეზიდენტ სი ძინფინგის ინიციატივები ჭეშმარიტად გამორჩეულია. მიმაჩნია, რომ ეს ინიციატივები ბევრი ერისა და ქვეყნისთვის შთაგონების წყარო იქნება. 

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე, სი ძინფინგზე. ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მიმდინარე წლის ივლისში მის ჩინეთში ვიზიტსა და პრეზიდენტ სი ძინფინგთან შეხვედრაზე ისაუბრა.

კომენტარები