საქართველოს მთავრობა

პრემიერი: ანწუხელიძის გმირობა შეუდრეკლობის მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.

კიდევ ერთხელ, ტკივილით, და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ გაუტეხელი ქართული სულის საუკეთესო გამოვლინებას, რომელმაც სამუდამოდ ჩაწერა გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მისი გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკლობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები