პაკისტანი

პაკისტანში ტერორისტულ თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა

Ikram Suri/AP/picture alliance

ჩრდილოეთ პაკისტანში თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანვაარ-ულ-ჰაკ კაკარმა დაადასტურა.

კაკარმა X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ ჩრდილოეთ ვაზირისტანში მომხდარმა "ტერორისტულმა თავდასხმამ 11 უდანაშაულო მუშის სიცოცხლე შეიწირა". 

უსაფრთხოებისა და პოლიციის ოფიციალური პირების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა (IED) სატვირთო მანქანის ქვეშ აფეთქდა, რა დროსაც სატვირთო მანქანით მუშები გადადიოდნენ ვაზირისტანში არმიის სამშენებლო მოედანზე, რომელიც ხიბერ პახტუნხვას პროვინციაში, ავღანეთის საზღვართან მდებარეობს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.

კომენტარები