პაკისტანი

პაკისტანში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ავტობუსიდან 9 პირი გაიტაცა და მოკლა

პაკისტანელი სამხედროები
AFP

პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, 12 აპრილს პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა ავტობუსიდან ცხრა კაცი გაიტაცეს და მოკლეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა ორგანიზაციამ (Balochistan Liberation Army) აიღო.

გამოცემა Reuters-ის რეპორტიორის ინფორმაციით, მოკლული პირები სადაზვერვო სამსახურის აგენტები იყვნენ, თუმცა ხელისუფლება ამ ცნობას უარყოფს და ამბობს, რომ თავდამსხმელებმა 9 მუშა მოკლეს, რომლებიც ირანის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

მოგვიანებით პაკისტანის პრემიერმინისტრმა შებაზ შარიფმა მომხდარი დაგმო.

მოულოდნელი დაძაბულობა ირანსა და პაკისტანს შორის ბელუჯების საკითხის გარშემო

კომენტარები