საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის მესაზღვრეებს ბრალად მიგრანტების მასობრივი მკვლელობა ედებათ

მიგრანტთა საფლავები იემენში

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მოხსენებაში საუდის არაბეთის მესაზღვრეებს იემენის საზღვარზე მიგრანტების მასობრივი მკვლელობა ედებათ ბრალად. 

მოხსენებაში, რომელიც 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს, დეტალურადაა აღწერილი ძალადობრივი ქმედებები, რომლის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები. მიგრანტები ომის შედეგად განადგურებული იემენის დატოვებასა და ნავთობით მდიდარ საუდის არაბეთში სამუშაოს საძებნელად გადასვლას ცდილობდნენ. 

ანგარიშის მიხედვით, საზღვრის განფენილობისა და გადარჩენილებთან კონტაქტის სირთულე შეუძლებელს ხდის, რომ დაღუპულთა ზუსტი რაიდენობა დასახელდეს.

"ჩვენ მინიმუმად 655-ს ვასახელებთ, მაგრამ სავარაუდოა, რომ ათასობით მოკლული იქნება. ჩვენ ფაქტობრივად ვაჩვენებთ, რომ ძალადობა ფართოდ გავრცელებული და სისტემატურია და შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად იქცეს". - აღნიშნა მოხსენების მთავარმა ავტორმა, ნადია ჰარდმანმა, BBC-თან საუბრისას.

მოხსენება მიგრანტთა ჩვენებებს მოიცავს, რომლებიც ამბობენ, რომ იემენის ჩრდილოეთ საზღვარზე საუდის არაბეთის პოლიციამ და ჯარისკაცების ცეცხლსასროლი და ასაფეთქებელი იარაღის სამიზნეებად არაერთხელ ქცეულად. ანგარიშში აღწერილია ფეთქებადი იარაღის გამოყენების 28, ხოლო ახლო მანძილიდან სროლის 14 ცალკეული ინციდენტი.

საუდის არაბეთის უშიშროების ძალების მიერ ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ მომხდარი მკვლელობების შესახებ ცნობები პირველად 2022 წლის ოქტომბერში, გაეროს ექსპერტების ერ-რიადის მთავრობისადმი მიწერილ წერილში გაჩნდა. სიტუაციას მას შემდეგ განსაკუთრებულად აკვირდებიან. გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში 200 000-ზე მეტი ადამიანი ცდილობს იემენის საზღვრით საუდის არაბეთში გადასვლას. 

უფლებადამცველები აქტიურად საუბრობდნენ იემენელი და არაბი კონტრაბანდისტების მხრიდან მიგრანტთა ცუდ მოპყრობაზე და გზად დაღუპულ მიგრანტებზე, თუმცა HRW-ის უახლეს ანგარიშში ასახული ძალადობა მასშტაბით და ხასიათით განსხვავდება.

"ის, რაც ჩვენ ვნახეთ, არსებითად მასობრივი მკვლელობებია. ხალხმა აღწერა ადგილები,  რომლებიც ბორცვებზე მიმოფენილი სხეულების გამო მკვლელობის მინდვრებს ჰგავს". - თქვა ჰარდმანმა.

საუდის არაბეთი სისტემატური მკვლელობების შესახებ ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები