საუდის არაბეთი

საუდის არაბეთმა ორი სამხედრო სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გაასამართლა და სიკვდილით დასაჯა

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ ორი სამხედრო პირი რამდენიმე მუხლით, მათ შორის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გაასამართლა და სიკვდილით დასაჯა.

ორი გასამართლებული პილოტი და სერჟანტ მაიორი არიან, რომლებიც 2017 წელს დააკავეს. ბრალდებები ასევე მოიცავდა ეროვნული ინტერესების და სამხედრო ღირსების არ დაცვას. სამხედროები 2017 წელს იემენის სამოქალაქო ომში იღებდნენ მონაწილეობას, სადაც საუდის არაბეთი იემენის საერთაშორისოდ აღოარებული ხელისუფლების მხარეს იბრძვის. თუმცა თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ ავრცელებს სხვა დეტალებს ჩადენილი დანაშაულის შესახებ. 

საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ორივე პირმა აღიარა საკუთარი დანაშაული. 

კომენტარები