საქართველოში მოგზაურობისას, შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი მრავალ ქართველს სხვადასხვა სფეროდან, იქნებოდა ეს: ფერმერი, მასწავლებელი, სტუდენტი თუ ბიზნესის წარმომადგენელი, მეცნიერები. მე რაც მათგან მესმის, მათ სურთ სტაბილურობა, სურთ კეთილდღეობა, სურთ ჰქონდეთ შესაძლებლობები და სურთ თავისუფლება, რომ თავიანთი ბიზნეს-იდეები განახორციელონ, სურთ თანაბარი პირობები ამ იდეების გასავითარებლად; მათ სურთ სამართალი - დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში, რომელიც იქნებოდა მოქნილი და გამჭვირვალე; მათ სურთ სამართლიანი არჩევნები, რომლის მიმართაც არ იქნებოდა ბრალდებები, რომლებიც ახლდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების უმრავლესობას - წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს და რომლებიც შეეხება კანდიდატების დაშინებას, ოპოზიციის კანდიდატების მხარდამჭერთა დაშინებას, მოსყიდვას, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენებას. ეს არ არის ახალი ტაქტიკები, მაგრამ ეს ძალიან დამაზიანებელია დემოკრატიული პროცესისთვის და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე ბოლოდროინდელი არჩევნები იყო.
tbl.ge/6h4n
დაკოპირდა
ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.
ამავე თემაზე
- აქუბარდია: გარანტიას მე გაძლევთ, ვერც ენმ მართავს ქვეყანას ერთპარტიულად და ვერც ოცნება
- სააკაშვილი: არჩევნები დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს
- ონიანი: 14 წლის ბავშვთან გაბედეს მოსვლა, იგინებოდნენ, აბრახუნებდნენ, ანუ ბავშვი შეაშინეს
- ღვინიანიძე: აასრულეს მუქარა, რომელიც გვეგონა, რომ სატელეფონო ხუმრობა იქნებოდა
- დიმიტრი ჩიქოვანს თავს დაესხნენ და სცემეს