უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, 21 ივნისი, 2023.
REUTERS/Leah Millis/Pool

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"24 აგვისტო არის უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დადასტურება, უკრაინის სიძლიერითა და გამძლეობით სიამაყის დღე. ეს ასევე არის უკრაინული მემკვიდრეობისა და კულტურის აღნიშვნის დღე.

დღეს ასევე გავიდა წელიწად-ნახევარი მას შემდეგ, რაც კრემლმა დაიწყო სასტიკი, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში - 18-თვიანი აზრს მოკლებული აგრესია, რამაც გამოიწვია სიკვდილი და ნგრევა მთელ უკრაინაში. სწორედ თქვენი და თქვენი გამძლეობის გამო გაიმარჯვებს უკრაინა და რუსეთი გადაიხდის მაღალ საფასურს იმისთვის, რაც ჩაიდინა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს თქვენ გვერდით დგომას და მუშაობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად, აღდგენისთვისა და აყვავებისთვის". - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

კომენტარები