უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

დღეს აღვნიშნავთ 32-წლიან დამოუკიდებლობას, უკრაინის დაშლას არ დავუშვებთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ მონაწილეობა მიიღეს კიევში, წმინდა სოფიას მოედანზე გამართულ ღონისძიებებში. პრეზიდენტმა სამხედრო შენაერთებს სახელმწიფო ჯილდოები, ნიშნები და საბრძოლო დროშები გადასცა. 

"დღეს ჩვენ ყველანი აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობის 32 წლისთავს. 32 წლიანი უწყვეტი დამოუკიდებლობა, რომელიც გაძლებს. რომლის დაშლასაც არ დავუშვებთ". - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა გამოსვლაში.

ზელენსკის თქმით, უკრაინის სახელმწიფოებრიობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე უკრაინელების თაობები თავიანთი მიწისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, მოიპოვეს თავისუფლება და გაიმარჯვეს.

მისივე თქმით, უკრაინელი ბავშვები უკრაინულ მოედნებსა და ქუჩებში ასევე იზეიმებენ უკრაინის დამოუკიდებლობას.

"ჩვენი შვილიშვილები, მათი შვილიშვილები იზეიმებენ ჩვენი სახელმწიფოს მეგობრებთან ერთად, უკრაინის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომლებსაც უკრაინა თავად აარჩევს ყოველთვის თავისუფლად. უკრაინის ისტორიაში აღარასდროს იქნება პაუზა. ჩვენ მივცემთ უკრაინას ისეთ ძალას, რომელიც საკმარისი იქნება ყოველთვის გასამარჯვებლად. ჩვენ მკაცრად ვიმოქმედებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ეცდება უკრაინის ძალის შიგნიდან განადგურებას, გაყიდვას და შესუსტებას. უახლოეს მომავალში იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები