ავღანეთი

თალიბანმა ქალებს ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპოლარული ეროვნულ პარში შესვლა აუკრძალა

თალიბანმა ქალებს ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპოლარული ეროვნულ პარში შესვლა აუკრძალა. 

ავღანეთის სათნოებისა და ცოვდის მინისტრმა, მოჰამად ხალედ ჰანაფიმ ამ გადაწყვეტილების მიზეზად აღნიშნა, რომ ბანდი ამირის პარკში ქალები ჰიჯაბის ტარების წესს არ იცავდნენ.

მინისტრმა მოუწოდა სასულიერო პირებსა და უსაფრთხოების სამსახურებს, არ მისცენ ქალებს პარკში შესვლის საშუალება.

ბამიანის პროვინციაში მდებარე ბანდი ამირის პარკი 2009 წელს გაიხსნა და ის იყო ავღანეთის პირველი ეროვნული პარკი. დღემდე ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარკია.

კომენტარები