ავღანეთი

CNN: აკრძალვის მიუხედავად, ავღანეთის ზოგიერთ რეგიონში გოგონები ფარულად იღებენ განათლებას

პარასტო ჰაკიმი
Mark Esplin/CNN

CNN-ის ცნობით, ავღანეთში ფუნქციონირებს საიდუმლო სკოლები, სადაც ავღანელ გოგოებს საშუალება აქვთ თალიბანის აკრძალვის მიუხედავად განათლება მიიღონ.

საიდუმლო სკოლები, სადაც ჯამში 400 გოგოს 150-მდე მასწავლებელი ასწავლის, ავღანეთის 8 პროვინციაში მდებარეობს.

CNN-მა ინტერვიუები ჩაწერა საიდუმლო სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან. უსაფრთხოების მიზნით გამოცემამ სტატიაში მათი სახელები შეცვალა.

Როგორც ინტერვიუებიდან ირკვევა, თალიბანის ხელისუფლება ხალხს დაჰპირდა, რომ ქალები დაცულები იქნებოდნენ ძალადობისგან და განათლება მათთვის არ შეიზღუდებოდა. თუმცა, დაპირებები მალევე დაირღვა და საბოლოოდ, სხვა რეალობა დადგა.

Პარასტო ჰაკიმი, რომელიც ჩართულია საიდუმლო კლასებში, სასწავლო პროცესს პროტოკოლის მიხედვით ახორციელებს. Ჰაკიმმა მოსწავლეები გააფრთხილა, როგორ მოქცეულიყვნენ თალიბების თავდასხმის შემთხვევაში:

"გოგოებს ვუთხარი - ჩუმად იყავით, თვალები დახუჭეთ და არ ისაუბროთ, მაშინაც კი, თუ თალიბანი პირდაპირ გელაპარაკებათ". - ამბობს ჰაკიმი CNN-ის ინფორმაციით.

Ჰაკიმისვე თქმით, თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი გზა, გოგოებისათვის განათლების მიწოდებაა.


თალიბანმა ავღანეთში აკრძალვები სხვადასხვა მიმართულებით შემოიღო, მათ შორისაა გოგოების მიმართ სასწავლო პროცესში ჩართვის შეზღუდვა. Მას შემდეგ, რაც 2021 წლის აგვისტოში თალიბანის რეჟიმი დამყარდა, 12 წელს ზემოთ გოგოებისთვის განათლებაზე წვდომა შეზღუდა. 2022 წლის დეკემბერში კი ქალებს უნივერსიტეტში სწავლაც აეკრძალათ. 

კომენტარები