პაკისტანის ყოფილი პრემიერმინისტრი, იმრან ხანი წინასწარ პატიმრობაში კიდევ ორი კვირით დატოვეს. ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს.
იმრან ხანის წინააღმდეგ საქმე საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის ბრალდებით აღიძრა.
იმრან ხანმა აშშ-ში პაკისტანის ელჩისგან მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია გაასაჯაროვა და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.
"ჩვენ სასამართლოსგან ვითხოვთ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.და ეს საკითხი შაბათს განიხილება" - თქვა პაკისტანის ყოფილი პრემიერმინისტრის ადვოკატმა.
იმრან ხანის პატიმრობის გაგრძელების ბრძანება კორუფციის საქმეზე მისი სამწლიანი პატიმრობის გაუქმების მეორე დღეს გამოვიდა.