მარიხუანის ლეგალიზება

აშშ-ს ჯანდაცვა ფედერალურ მთავრობას მარიხუანაზე შეზღუდვების შემსუბუქებისკენ მოუწოდებს

HHS მარიხუანა
Copyright 2023 The Associated Press. All rights reserved

აშშ-ს ჯანდაცვის წარმომადგენლები ფედერალურ მთავრობას მარიხუანაზე არსებული შეზღუდვების შემსუბუქებისკენ მოუწოდებენ.

ფედერალური ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარიხუანას იმ ნარკოტიკების კატეგორიიდან ამოღებას გაუწია რეკომენდაცია, რომელიც არასამედიცინო გამოყენებისაა ან ბოროტად გამოყენების მაღალი რისკის მატარებლად მიიჩნევა. მათი რეკომენდაციით, მარიხუანა I კლასის ჯგუფიდან III კლასის ჯგუფში უნდა გადავიდეს, რაც ნაკლები რეგულაციის ქონასაც გულისხმობს.

საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანური მომსახურების დეპარტამენტს და გენერალურ პროკურორს, რომელიც ნარკოტიკების აღსრულების ადმინისტრაციას ზედამხედველობს, მარიხუანას კლასიფიცირების განახლება სთხოვა. I კლასიფიკაციის ჯგუფში მარიხუანას შეყვანით ის ჰეროინთან, LSD-თან და ექსტაზთან ერთიანდება, ხოლო III რიგის ნარკოტიკების რიგს მიეკუთვნება კეტამინი, ანაბოლური სტეროიდები და აცეტამინოფენ-კოდეინის ზოგიერთ კომბინაცია.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინე ჟან-პიერმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ბაიდენი მხარს უჭერს მარიხუანას ლეგალიზაციას სამედიცინო და სამეცნიერო მიზნებთან შესაბამისობით.

მარიხუანას III კლასის ნარკოტიკებში მიკუთვნების მსურველების თქმით, იმის გამო, რომ მარიხუანა არის I კლასის ნარკოტიკების რიგში, ძალიან რთულია ავტორიზებული კლინიკური კვლევების ჩატარება, რომელიც პრეპარატის მიღებას გულისხმობს. რეგულაციების შემსუბუქების ერთ-ერთ უპირატესობად კი სწორედ კვლევებზე ხელმისაწვდომობას ასახელებენ.

კომენტარები