თუშეთში ტურისტი ხევში გადავარდა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაღუპული შვეიცარიის მოქალაქეა.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს, დაღუპული ტურისტი ომალოდან ფშავის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ხევში გადავარდა.
მაშველებმა ცხედარი ხევიდან უკვე ამოიყვანეს.