ძლიერი სიცხე

2023 წელს ყველაზე ცხელი ზაფხული იყო – მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია

2023 წელს რეკორდულად ცხელი ზაფხულია. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია ავრცელებს. 2023 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე ცხელი თვე 2023 წლის აგვისტო გახდა.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, აგვისტო დაახლოებით 1.5 გრადუსი ცელსიუსით უფრო ცხელი იყო, ვიდრე საშუალო ტემპერატურა 1850-1900-იან წლებში. ეს არის ის ბარიერი, რომელიც მსოფლიომ არ უნდა გადალახოს.

WMO-სა და ევროპული კლიმატის სერვისის, კოპერნიკუსის, ცნობით, საერთო ჯამში, დედამიწის ზედაპირის 70% -ზე მეტი რეკორდულად ცხელი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლამდე ყველაზე ცხელი ზაფხული 2016 წელს იყო.

კომენტარები