რუსეთი-საუდის არაბეთი

კრემლი: საუდის არაბეთის მიერ ნავთობის მიწოდების შემცირება ჩვენს ბაზარს დაასტაბილურებს

Sputnik/Alexei Nikolsky/Kremlin via REUTERS/File Photo

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ტელეფონით საუდის არაბეთის პრინცს მოჰამედ ბინ სალმანს ესაუბრა. სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საუდის არაბეთი და რუსეთი ნავთობის მოპოვების და მიწოდების მასშტაბის შემცირებაზე შეთანხმდნენ, რაც ნავთობის გლობალურ ბაზარს დაასტაბილურებს

გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობის მიწოდების მასშტაბის შეკვეცა 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება. შეთანხმების მიხედვით, დღიურად მოპოვებული რუსული ნავთობის მოცულობა 300 000 ბარელით, ხოლო საუდის არაბეთის ნავთობის მოცულობა 1 მილიონი ბარელით შემცირდება. 

რუსეთი მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია. ნავთობის მოპოვებისა და მიწოდების მასშტაბების დროებითი შემცირება მასზე ფასს გაზრდის, რაც სავარაუდოდ, რუსეთს ეკონომიკური კრიზისის და საერთაშორისო სსაქციების ტვირთს შეუმსუბუქებს. 

კომენტარები