ჯიმი ფელონი

ფელონი მტრული სამუშაო გარემოს შექმნაზე თანამშრომლების ბრალდებებს ბოდიშით პასუხობს – წყარო

NBC/Rosalind O'Connor/Getty Images

ტელეკომპანია NBC-ის ღამის შოუს წამყვანმა, ჯიმი ფელონმა ბოდიში მოუხადა თანამშრომლებს მას შემდეგ, რაც მათ ფელონი მტრული სამუშაო გარემოს შექმნაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ თანამშრომლებმა გამოცემებს, Variety-სა და Rolling Stone-ს უთხრეს

"უხერხულია და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ბოდიში, თუ შეგარცხვინეთ თქვენ, თქვენი ოჯახი და მეგობრები. ისე ცუდად ვგრძნობ თავს, ვერც კი აღვწერ.

მინდა, რომ ეს შოუ იყოს სახალისო, ყველასთვის ინკლუზიური, სასაცილო, საუკეთესო შოუ საუკეთესო ხალხით". - თქვა ფელონმა თანამშრომლებთან Zoom-ით ჩართვისას. 

აქამდე, 7 სექტემბერს The Rolling Stone-მა გამოაქვეყნა მასალები, რომელშიც 2 ამჟამინდელი და 14 ყოფილი თანამშრომელი ანონიმურობის პირობით ფელონთან მუშაობის უარყოფით გამოცდილებაზე საუბრობენ. 

გარდა ამისა, The Rolling Stone-ის ცნობით, მათ მიმართეს ფელონის 80 ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომელს, თუმცა, "არცერთი მათგანი დათანხმებულა ჩაწერაზე და ასევე არცერთს ჰქონია ღამის შოუში მუშაობასთან დაკავშირებით რაიმე პოზიტიური სათქმელი". 

ბრალდებების თანახმად, ფელონი და შოუს მთელი გუნდი შეურაცხყოფას აყენებდა, აბუჩად იგდებდა და ამცირებდა თანამშრომლებს. მათივე თქმით, სტუმრებისთვის განკუთვნილი სივრცეს სტრესის ქვეშ ყოფნისას "ტირილის ოთახებად" იყენებდნენ. 

The Rolling Stone-ის მასალების თანახმად, თანამშრომლები ასევე ყვებიან, რომ ჯიმისთვის უარის თქმას ყველა ერიდებოდა, "მის გარშემო თითისწვერებზე დადიოდნენ".

"თუ ჯიმი ცუდ ხასიათზეა, ყველას დღე გაფუჭებულია. ადამიანები არ ხუმრობდნენ ოფისში, ერთმანეთსაც კი არ ლაპარაკობდნენ". - აღნიშნავენ ფელონის ყოფილი თანამშრომლები. 

ფელონის წარმომადგენლებმა უარი თქვეს Rolling Stone-ისთვის კომენტარის გაკეთებაზე. NBC-ის წარმომადგენელმა კი აღნიშნა: "როგორც ნებისმიერ სამუშაო ადგილზე, ჩვენც გვქონდა თანამშრომლებისგან პრეტენზიები, ისინი შევისწავლეთ და საჭიროების შემთხვევაში, ზომებიც მივიღეთ". მათივე განმარტებით, ისინი თანამშრომლებს ყოველთვის მოუწოდებენ, რომ ნებისმიერო პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირებისთვის აუცილებლად აცნობონ მათ.

ამჟამად ფელონის ღამის შოუ ჰოლივუდში მწერლებისა და მსახიობების გაფიცვების გამო არ გადის. ფელონმა და ღამის ღამის შოუს წამყვანებმა კოლბერტმა, მაიერსმა, ჯიმი კიმელმა და ჯონ ოლივერმა წამოიწყეს ჯგუფური პოდკასტი, რომლის მიზანი სამუშაო გუნდისთვის ფინანსური მხარდაჭერაა.  

კომენტარები