აშშ-საქართველო

AP: აშშ-ს სანქციების სიაში მოხვდა ქართველ-რუსი ოლიგარქი

Getty Images

განახლება: აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვედრილი ქართველი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეა.

AP News-ის ცნობით, აშშ-ს ახალი სანქციების სიაში შედის ქართველ-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის დაზვერვის ოფიცერია, თანამშრომლობს ФСБ-სთან და საქართველოში მოსკოვის გავლენებს ავრცელებს.

"სანქციების სამიზნეა რუსი ოლიგარქი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან პირადი კავშირები აქვს და ჩართულია ორგანიზებულ კრიმინალში, ასევე რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი და ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტში თქვეს, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა ოლიგარქთან, რათა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაში რუსეთის სასარგებლოდ გავლენები გაეზარდა".– ნათქვამია AP-ს სტატიაში.

აშშ-მ 14 სექტემბერს სანქციები დაადო 150-ზე მეტ ბიზნესსა და კერძ პირს რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საქართველოდან. ახალი შეზღუდვების მთავარი მიზანი კრემლისთვის სანქციების არიდებაში ხელის შეშლაა. როგორც AP News-ი უსვამს ხაზს, ეს იქნება სანქციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პაკეტი. მისი კიდევ ერთი მიზანი რუსეთის ენერგოსექტორის შეზღუდვაა.

კომენტარები