მარინ ლე პენი

მარინ ლე პენის წინააღმდეგ ევროკავშირის ფონდების გაფლანგვის საქმეზე გამოძიება დაიწყო

Getty Images

პარიზის პროკურორის ინიციატივით მარინ ლე პენის წინააღმდეგ ევროკავშირის ფონდების გაფლანგვის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ფრანგი ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსის გარდა გამოძიება მისი პარტიის 23 წევრზე დაიწყება. 

პროკურატურის ბრალდების მიხედვით, მარინ ლე პენის პარტიამ ეროვნულმა ფრონტმა ევროკავშირიდან მიღებული ფონდი არამიზნობრივად გამოიყენა. ევროკავშირის ფინანსური დახმარება განკუთვნილი იყო ლე პენის პარტიის საპარლამენტო ასისტენტების ხელფასებისთვის, თუმცა პროკურატურის თქმით, ეს ფული პარტიის სხვა ხარჯებისთვის დაიხარჯა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მარინ ლე პენს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ან ერთი მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა ელის. 

კომენტარები