საქართველო-ჩინეთი

პრემიერი ჩინეთზე: სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს დიდ ერებს

მეგობრებო, მივესალმებით ჩინეთთან აქტიურ თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროებში. ამ მიმართულებით უაღრესად სასიხარულოა ქართული მოსახლეობის მზარდი ინტერესი ჩინური ენისა და კულტურის მიმართ, რაც ადამიანთა შორის აუცილებელი ურთიერთობების ხელშეწყობისთვის ქმნის საფუძველს.

სწორედ ამ გაგებით, ჩვენ ახლახან გამოეცით განკარგულება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მომისვლოს დაწესების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ასახავს ურყევ ერთგულებას ჩვენს ხალხსებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს უფრო დიდი კულტურული კავშირების დამყარებას და ტურისტულ ნაკადებს უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყნებს შორის. 

მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც კეთილდღეობას და ორმხრივ სარგებელს მოუტანს ჩვენს დიდ ერებს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები