საქართველო-ჩინეთი

პრემიერი ჩინეთზე: მსგავს ღირებულებებს ძალუძს გეოგრაფიული სივრცეების გადალახვა

საქართველო - თავისი გამორჩეული ისტორიით, უნიკალური ტრადიციებით და პროგრესული მისწრაფებებით - აღიარებს ჩინეთთან ძლიერ კავშირს. ეს მეგობრობა და ეს კავშირი ცხადყოფს, რომ მსგავს ღირებულებებს ძალუძს გეოგრაფიული სივრცეების გადალახვა და ხალხის გაერთიანება კოლექტიურ ძალისხმევაში. 

ამ თვალსაზრისით, ნება მომეცით, ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრობას და ტრადიციულად წარმატებულ თანამშრომლობას. ჩინეთს, როგორც ერთერთ პირველ ქვეყანას, რომელმაც 31 წლის წინ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენთან დიპლომატიური კავშირები დაამყარა, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს გულებში. 

ძალიან ვაფასებთ ჩინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, საქართველო იცავს "ერთი ჩინეთის პრინციპს" და ეს ურთიერთსოლიდარობა ქმნის მყარ საფუძველს ჩვენს ერებს შორის მტკიცე კავშირისთვის. 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები