ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეალურ თემებზე საუბარი. როგორც ბიძინა ივანიშვილს შემოაქვს რაღაც ფსევდო თემები, იმპიჩმენტის სახით, მაშინ, როდესაც საქართველო მართლაც რეალური და საშინელი პრობლემების წინაშე დგას - მგონია, რომ მუდმივად ამ თემების ხელოვნურად, დაუსრულებლად პედალირება, პარალელური დღის წესრიგის შექმნის მცდელობაა მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებს სულ სხვა თემები აღელვებთ [...] ყოვლად გაუმართლებელია [...] ნიკა მელიას პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება არ მიუღია. მაგრამ, ამ თემების დაუსრულებლად პედალირება ჩვენი ქვეყნის ინტერესში სულაც არ არის.
tbl.ge/6itq
დაკოპირდა
ასე ეხმაურება ენმ-ის წევრი, თინა ბოკუჩავა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას. ნიკა მელიამ ენმ-ში დარჩენის საკითხზე ისაუბრა. მელიას თქმით, პარტიაში ბევრ საკითხთან მიმართებით ფუნდამენტური განსხვავებებია. მელიამ არ გამორიცხა, რომ ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა სხვა პლატფორმიდან მოუწიოთ.
ამავე თემაზე
- ჯაფარიძე: წინა ხაზზე ვიბრძოლებ, შევუვარდები რეზინის ტყვიასაც, წყლის ჭავლსაც, გაზსაც
- ხობის და ცაგერის ენმ-ის ფრაქციები გაუქმდა – დეპუტატები პარტია ახალს შეუერთდნენ
- მელიას თქმით, ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის ყოფილი წევრები მის პარტიას უერთდებიან
- ბოტკოველი: ნაცი ყოველთვის იქნება ნაცი და ნაცი ყოველთვის იქნება კაცი – სიტყვის პატრონი
- კირკიტაძე: საქართველოს მოქალაქე შეარჩევს, ვინ უნდა იყოს ენმ-ის საპარლამენტო სიაში