აზია

ტაივანმა საკუთარი წარმოების პირველი წყალქვეშა ნავი წარადგინა

ტაივანმა საკუთარი წარმოების პირველი წყალქვეშა ნავი წარადგინა. 

ჩინეთთან დაძაბული ვითარებისა და ხშირი პროვოკაციების ფონზე მიზნად დაისახა შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, რომლის ნაწილია წყალქვეშა ნავების საკუთარი წარმოების განვითარება. 

შეიარაღებული ძალების განვითარების ინიციატივა პრეზიდენტმა ცაი ინგ ვენმა 2016 წელს, ხელისუფლებაში მოსვლისას წარადგინა. 

"წარსულში, ადგილობრივად წარმოებული წყალქვეშა ნავი შეუძლებელად ჩანდა. თუმცა, დღეს, ჩვენ თვალწინ წარმოდგენილია ჩვენი ხალხის მიერ შექმნილი და წარმოებული წყალქევშა ნავი. იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს რისკები და იმის მიუხედავად, თუ რამდენი გამოწვევა არსებობს, ტაივანმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და ჩვენ მიწაზე თვითმყოფადობისკენ მიმართულ ეროვნული თავდაცვის პოლიტიკას გაზრდისა და განვითარების საშუალება უნდა მივცეთ". – ამბობს ტაივანის პრეზიდენტი.

ცაის თქმით, წყალქვეშა ნავი, სახელად Narwhal-ი 2025 წელს ამოქმედდება.

კომენტარები