ვიქტორ ორბანი არის ის პოლიტიკოსი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის ჩრდილში უნდა იცხოვრონ ჩვენნაირმა პატარა ერებმა და ფაქტობრივად უნდა შევეგუოთ რუსეთის ოკუპაციასა და რუსეთის დომინაციას, ამიტომ გაუგებარია, რატომ უნდა ჩასულიყო საოკუპაციო ხაზთან ეს ადამიანი, რომელიც დღეს ევროკავშირში რუსეთის მთავარი მოკავშირეა. ჩვენ გვყავს ის მმართველი პარტია, რომლის თავმჯდომარეც, მაგალითად, ბატონი კობახიძე ცხოვრებაში არ არის ჩასული ოკუპაციის ხაზთან და მიმდებარე ტერიტორიებში და ორბანი რომ ჩაეყვანა ამ პარტიას იქ, ძალიან უცნაური იქნებოდა.
ვიქტორ ორბანის ვიზიტი
სამადაშვილი ორბანზე: რატომ უნდა ჩასულიყო საოკუპაციო ხაზთან EU-ში რუსეთის მთავარი მოკავშირე
tbl.ge/6jsd
დაკოპირდა
ლელოს დეპუტატი, სალომე სამადაშვილი უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტზე.
ამავე თემაზე
- ოდიშარია: ვინც ორბანის ვიზიტის დაკნინებას ცდილობს, ჩვენი ევროპული მისწრაფებების მტერია
- ღარიბაშვილი და ორბანი ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ
- ორბანი: ძალიან გაბრაზებულები ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი
- ორბანი: მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს ბრძოლას, რომ ქრისტიანული სახელმწიფო შეინარჩუნოთ
- ღარიბაშვილი: არ შემიძლია არ აღვნიშნო ორბანის ღვაწლი ნამდვილი ფასეულობების დაცვაში