საფრანგეთმა ქვეყნისთვის საშიშ პირთა სიაში, ე.წ. S სიაში რუსეთის 60 მოქალაქე შეიყვანა. ინფორმაციას უკრაინული მედია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერარდ დარმანინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"S სიაში 60-მდე რუსია. მათ შორის, როგორც ჩანს, არიან ჩეჩნეთიდან ჩამოსული პირებიც. აქამდე ჩვენი ინსტრუქციები იყო იმ ადამიანების სისტემატური დეპორტაცია, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნიან". - თქვა მინისტრმა დარმანინმა.
მანვე აღნიშნა, რომ დასახელებული სამოცი პირიდან ორმოცი ციხეშია, დანარჩენი კი შეიძლება ქვეყნიდან დეპორტირებული იქნეს.