წითურები

მეცნიერებმა ჟღალი თმის წარმომავლობა აღმოაჩინეს

GETTY IMAGES

მეცნიერებმა ჟღალი თმის წარმომავლობა აღმოაჩინეს. კვლევაზე ირლანდიის კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯის პალეონტოლოგები მეცნიერთა საერთაშორისო გუნდთან ერთად მუშაობდნენ.

კვლევა ბაყაყის ნამარხებზე ჩაატარეს, რომლებიც დაახლოებით 10 მილიონი წლით თარიღდება და აღმოაჩინეს, რომ ისინი შეიცავდნენ ფეომელანინს - პიგმენტს, რომელსაც წითური თმაც შეიცავს. 

"ეს აღმოჩენა ძალიან ამაღელვებელია, რადგან ის პალეონტოლოგებს საშუალებას მისცემს, მელანინის სხვადასხვა პიგმენტები ბევრ სხვა ნამარხშიც აღმოაჩინონ". - თქვა კვლევის ხელმძღვანელმა, ტიფანი სლეიტერმა.

როგორც მკვლევრები ამბობენ, აღმოჩენა ცხოველებში ფერების ევოლუციის უკეთ გაგებაში დაეხმარებათ. 

კომენტარები