აშშ

ნიუ ორლეანში მამას ბრალად სახლის გადაწვა და 3 მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა ედება

WDSU

29 წლის ლუიზიანელ მამაკაცს, ჯოზეფ ვაშინგტონ უფროსს ბრალად ნიუ ორლეანში მდებარე სახლში ცეცხლის გაჩენა და მისი სამი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა ედება.

პოლიციის ცნობით, განზრახ გაჩენილ ხანძარს ეჭვმიტანილის 8, 5 და 3 წლის შვილები ემსხვერპლნენ. მათგან უმცროსი სახლში დაღუპული იპოვეს, უფროსები კი ცეცხლმოკიდებული სახლიდან ცოცხლები გამოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბავშვების დედა, რომელიც სასწრაფო-სამაშველო სამსახურს 18 ოქტომბრის 23:55 საათზე დაუკავშირდა, დახმარებას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ბავშვების მამამ დაურეკა და მათი სახლის გადაწვით დაემუქრა.

პოლიციის ცნობით, შესაბამის სამსახურებში ხანძართან დაკავშირებით შეტყობინება დედის ზარიდან მალევე, რამდენიმე წუთში შევიდა. 

ჯოზეფ ვაშინგტონი შემთხვევიდან მეორე დღეს დააკავეს.

კომენტარები