UEFA

UEFA-მ ლიტვის საფეხბურთო ნაკრები მატჩის დროს ანტიპუტინისტური სიმღერის გამო დააჯარიმა

10 სექტემბერს, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სერბეთთან მატჩის დროს ლიტველი ფანების მიერ ანტიპუტინისტური სიმღერის შესრულების გამო UEFA-მ ლიტვის ფეხბურთის ფედერაცია €10 000-ით დააჯარიმა.

UEFA-ს გადაწყვეტილებას ლიტვის ნაკრების კაპიტანი, იუსტას ლასიცკასი გამოეხმაურა და ფანებს მოუწოდა, გააგრძელონ სიმღერის შესრულება, ხოლო ჯარიმებს ფეხბურთელები გადაიხდიან.

"გააგრძელეთ სიმღერა, თუ საჭირო გახდა, ჩვენი ბონუსებით გადავიხდით". – წერს ლასიცკასი სოციალურ ქსელში.

კომენტარები