აშშ-ირანი

ბაიდენმა ირანი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედროებზე თავდასხმებთან დაკავშირებით გააფრთხილა

ჯო ბაიდენი ებრაული საზოგადოების ლიდერებთან შეხვედრაზე, 2023 წლის 11 ოქტომბერი.
AP/Susan Walsh

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ირანის უმაღლეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის გაუგზავნა გამაფრთხილებელი შეტყობინება ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ბაზებზე დარტყმებთან დაკავშირებით. გაფრთხილება რეგიონში აშშ-ს სამხედრო ობიექტებზე მომხდარ თავდასხმებს მოჰყვა.

როგორც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ აღნიშნა, აიათოლა ხამენეის პირდაპირი გზავნილი გადასცეს. 

25 ოქტომბერს ჯო ბაიდენმა მედიასთან საუბრის დროს თქვა, რომ თუ ირანი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ მოქმედებებს განაგრძობს, პასუხს გასცემენ.

პენტაგონში აღნიშნეს, რომ გასულ კვირაში ამერიკის ძალებზე ერაყსა და სირიაში, სულ მცირე, 12 თავდასხმა სცადეს.

აშშ რეგიონში სამხედრო ძალების 900-მდე ჯარისკაცით გაზრდას გეგმავს.

ამას გარდა, 26 ოქტომბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა გაეროში გამოსვლის დროს თქვა, რომ თუ ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ მოქმედებას არ შეწყვეტდა, იერიშებისგან ვერ აშშ იქნებოდა დაცული.

სირიასა და ერაყში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმების პასუხად, აშშ-მ აღმოსავლეთ სირიაში ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან კავშირში მყოფ 2 ობიექტზე ავიაგამანადგურებლებით იერიში მიიტანა.

კომენტარები