აშშ-ირანი

თეირანში უარყოფენ, რომ ინდოეთთან ტანკერს მათი დრონები დაესხა თავს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ნასერ ქანაანი

თეირანმა 25 დეკემბერს უარყო აშშ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანიდან გაშვებული დრონები ინდოეთის სანაპიროსთან ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ ტანკერს დაესხნენ თავს.

"ეს განმეორებითი ბრალდებები უსაფუძვლო და უარყოფილია". - თქვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასერ ქანაანიმ და დასძინა, რომ ირანის დადანაშაულების ნაცვლად, ღაზაში მიმდინარე ომში მისი როლისთვის თავად აშშ-ს აქვს ბრალდებები წარსადგენი.

23 დეკემბერს, საზღვაო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ინდოეთის ოკეანეში, ინდოეთის სანაპიროს მახლობლად სავაჭრო ხომალდს დრონით დაესხნენ თავს.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ირანიდან გაშვებული დრონი ინდოეთის ოკეანეში ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ გემს მოხვდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ბორტზე გაჩენილი ხანძარი მალევე ჩააქრეს.

კომენტარები