დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს ბრიტანულ ერთ-ერთ ტელეარხზე საკუთარი გადაცემა ექნება. გადაცემას GB News ერქმევა და ბორის ჯონსონი მსოფლიო პოლიტიკის მიმოხილვას, კომენტარებსა და ანალიზს შესთავაზებს ბრიტანელ ტელემაყურებელს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორის ჯონსონის გადაცემა ასევე ფოკუსირდება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს არჩევნებზე 2024 წელს.
ბორის ჯონსონი პოლიტიკაში წასვლამდე ჟურნალისტად მუშაობდა. 2023 წლის ივნისიდან ჯონსონი პოლიტიკურ მიმოხილვებს აკეთებს ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ისთვის.