კირბალის ინციდენტი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კირბალზე: შეშფოთებას გამოვთქვამთ ინციდენტის თაობაზე

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ადასტურებს.

EUMM ადასტურებს, რომ შემთხვევა, რომელსაც საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ტრაგიკულად შეეწირა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოხდა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენების ნებისმიერ ფორმას და შეშფოთებას გამოვთქვამთ სასიკვდილო ინციდენტის თაობაზე. მსგავსი ინციდენტების აღკვეთა რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი. 

მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად". – წერია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები