ვგმობთ სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქის ვერაგულ მკვლელობას. გპირდებით, ყველა დამნაშავე აუცილებლად პასუხს აგებს და დაისჯება.
ჯალათური ფაქტი მიუთითებს, რომ ოკუპანტებთან დათმობას მხოლოდ წახალისების ეფექტი აქვს და ეს ბარბაროსობა, ოკუპაცია მაშინ დასრულდება, როცა ქვეყანა ევროკავშირისა და NATO-ს წევრი გახდება და არა მტერთან კოლაბორაციითა და ღალატით, რა გზაც ხელისუფლებამ აირჩია.