ხორვატია

ხორვატიის პრემიერმა ავტოავარიაში ბრალდებული თავდაცვის მინისტრი გადააყენა

ხორვატიის თავდაცვის მინისტრი, მარიო ბანოჟიჩი
AP Photo/Petr David Josek, file

ხორვატიის პრემიერმინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი მარიო ბანოჟიჩი. 

ქვეყნის პროკურატურა ბანოჟიჩს 11 ნოემბერს მომხდარ ავტოავარიაში დამნაშავედ მიიჩნევს.

შემთხვევა აღმოსავლეთ ხორვატიაში, დილის 6 საათზე მოხდა. ხორვატიის თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ბანოჟიჩი მართავდა მანქანას, რომელიც ფურგონს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფურგონის მძღოლი დაიღუპა.

პროკურატურის განცხადებით ბანოჟიჩმა ფურგონის გადასწრებას ეცადა, ისე, რომ არ გაითვალისწინა გზის სპეციფიკა და ამინდი.

"სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს". - დაწერა ხორვატიის მთავრობის სპიკერმა მარკო მილიჩმა X-ზე.

მისივე თქმით, ბანოჟიჩის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა სერიოზული დაზიანებები მიიღო. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები